ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დღეს, 24 დეკემბერს, კორონავირუსით ინფიცირების 6 შემთხვევა გამოვლინდა. გუშინ, 23 დეკემბერს ახალქალაქში, ინფიცირების, არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ახალქალაქში კოვიდ-ვითარება ნორმალიზდება, ავადმყოფობა კლებულობს.
დღეს, 24 დეკემბერს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა ჩაატარა 122 კოვიდ ტესტი, მათ შორის 17 PCR ტესტი, 105 ანტიგენის ტესტი. შედეგად, კორონავირუსის 6 შემთხვევა გამოვლინდა.
გუშინ, 23 დეკემბერს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ გამოუვლენიათ.