საქართველოს საჯარო სკოლებში ზამთრის არდადეგები 29 დეკემბერს დაიწყება. სასწავლო პროცესი კი 2022 წლის 17 იანვარს განახლდება. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

რაც შეეხება კერძო სკოლებს, უწყების ცნობით, ისინი ზამთრის არდადეგებს, სამინისტროსთან შეთანხმებით, თავიანთი აკადემიური კალენდრის მიხედვით განსაზღვრავენ.