შემთხვევის ადგილიდან მიღებული ინფორმაციით, მამაკაცი, რომელიც ავარიაში მოხვედრილ ავტომობილს მართავდა, გარდაიცვალა. ქალისა და ბავშვის მდგომარეობა მძიმეა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, დაახლოებით 22:00 საათზე, ახალქალაქში, თავისუფლების ქუჩაზე, იუსტიციის სახლთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
თვითმხილველების თქმით, ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა და კონტროლის დაკარგვის შემდეგ, იუსტიციის სახლის წინ ხეს შეეჯახა.
მანქანაში, სავარაუდოდ, ერთი ოჯახის წევრები ისხდნენ: ქმარი, ცოლი და შვილი. ყველა მათგანი ახალქალაქის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ავტოსაგზაო შემთხვევა ახალქალაქში