საქართველოდან ლოკოკინების ექსპორტი იზრდება. 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან 3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 846,2 ტონა ლოკოკინის ექსპორტი განხორციელდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტის მოცულობა 59%-ით (314,8 ტონით), ხოლო მისი ღირებულება — 35%-ით (772,6 ათასი აშშ დოლარით) გაიზარდა.
პროდუქციის მიწოდება ორ ბაზარზე ხორციელდება. კერძოდ, როგორც bizzone.info იტყობინება, 10 თვის განმავლობაში ლოკოკინების ექსპორტი განხორციელდა თურქეთსა (640 ტონა) და საფრანგეთში (206 ტონა).