საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ90-კმ112 მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

შეგახსენებთ, რომ რთული მეტეოროლოგიური პირობების (ძლიერი ქარი, სუსტი ხილვადობა) გამო,
ზემოაღნიშნული გზის მონაკვეთზე, აკრძალული იყო მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი
ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი
სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალი იყო.