ქალაქ ნინოწმინდის საახალწლოდ გაფორმება დაიწყეს, უკვე კულტურის სახლის წინ საახალწლო ნაძვის ხეს ამონტაჟებენ.
კერძო მეწარმე, არტურ არზუმანიანი ქალაქის მორთულობით არის დაკავებული, მისი თქმით, ქალაქის მორთვა ბიუჯეტს 12 000-დან 15 000 ლარამდე დაუჯდება. ნინოწმინდის საახალწლოდ მორთვა 25 დეკემბრამდე დასრულდება. აღვნიშნავთ, რომ დეკორაციისთვის ტენდერი არ გამოცხადდება და თითოეულ ცალკეულ ნივთზე დაიდება ხელშეკრულება. ქუჩებს ახალი განათება და ფერადი განათება ექნება.
როგორც რადიო ნორი იუწყება, წლეულს ნინოწმინდაში, ისევე როგორც ახალქალაქში, კულტურის სახლის ეზოში სადღესასწაულო ბაზრობა მოეწყობა. გაიმართება კონცერტი, თოვლის ბაბუა ბავშვებს საჩუქრებს დაურიგებს, ღონისძიება სადღესასწაულო ფოიერვერკით დასრულდება. ასევე, იქნება სადღესასწაულო პავილიონები, სადაც გაიყიდება: ხელნაკეთი ნივთები, ალკოჰოლური სასმელები, ყველაფერი, რაც სახლში მზადდება. ბაზრობის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
31 დეკემბერს მერიის ორგანიზებით მუსიკალური პროგრამა გაიმართება.