ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დღეს, 14 დეკემბერს, სამი კომისიის სხდომა გაიმართა. ესენია: საფინანსო-საბიუჯეტო, კულტურის, განათლების, სოციალური, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა და დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის სივრცითი და ტერიტორიული კომისიები.
დღის წესრიგში ორი საკითხი იყო: 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებებისა და 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა.
შეხვედრა საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე სედა მელკუმიანმა გახსნა. მან კოლეგებს მიულოცა და ნაყოფიერი და სწორი მუშაობა უსურვა.
2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებები დეპუტატებს მერიის ფინანსური სამსახურის პასუხისმგებელმა კარენ მერგელიანმა წარუდგინა.
შეხვედრას დაგვიანებით შეუერთდა პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი შირვან შირინიანი, რომელმაც დღის წესრიგი მოითხოვა დღევანდელი განხილული საკითხების გასაცნობად.
მისი მოთხოვნის საპასუხოდ სედა მელკუმიანმა განაცხადა, რომ დღის წესრიგი ზეპირად გააცნეს დეპუტატებს.
„ზეპირად ვთქვით, საჭიროების შემთხვევაში წერილობითაც მოგაწვდით“, – განაცხადა სედა მელკუმიანმა.
წერილობითი დღის წესრიგი დეპუტატებს არ გადაეცათ.
„დღის წესრიგი მოგვეცით, რომ დეპუტატმა იცოდეს, რატომ მოვიდა. მე უნდა ვიცოდე, რატომ დამიბარეს. ერთი დღის წინ უნდა მიმეღო გასაცნობად, არ ვიცი, შეიძლება სხვებს არ აინტერესებთ, მე წინასწარ მინდა ვიცოდე. არ მინდა პირველივე დღიდან დაიწყოს ჩვენი კონფლიქტი, 4 წელი უნდა ვიმუშაოთ“, – თქვა შირვან შირინიანმა.
ცოტა ხნის შემდეგ დღის წესრიგი მას ქართულად წარუდგინეს, რამაც მისი უკმაყოფილება გამოიწვია და მოითხოვა, ყველა დოკუმენტაცია, მათ შორის კომისიის სხდომის დღის წესრიგი და დებულება, მისთვის სომხურ ენაზე ყოფილიყო ნათარგმნი.
საკითხების განხილვა ხმაურით წარიმართა. დეპუტატებმა ინფრასტრუქტურასა და კულტურასთან დაკავშირებული კითხვები დასვეს. ახალი დეპუტატები დაინტერესდნენ, როგორ შეეძლო მათ ამომრჩეველს მოეთხოვათ მათ რაიონში ინფრასტრუქტურული ან სხვა სამუშაოების განხორციელება.
შირვან შირნიანიც წინააღმდეგი იყო, რომ 3 კომისიის სხდომა ერთობლივად გაიმართოს.
„მინდა, 2-მა კომისიამ, რომელშიც მე ვმონაწილეობ, ცალ-ცალკე განახორციელოს თავისი სამუშაო».
დღის წესრიგის მეორე პუნქტის განხილვისას მერიის ფინანსური სამსახურის წარმომადგენელმა, კარენ მერგელიანმა 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი წარადგინა. წაიკითხა მუნიციპალიტეტის შემოსავალი, ხარჯები.
დეპუტატებს კითხვები სოციალურ პაკეტთან დაკავშირებით ჰქონდათ.
დეპუტატების წინადადებები სოციალურ პაკეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლითაც ბიუჯეტის პროექტი მერიას განსახილველად დაუბრუნდა, მხედველობაში არ მიიღეს. წინადადებები მოიცავდა: მარტოხელა მშობლებისთვის უმაღლესი განათლების დაფინანსების 50%-ს და სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის პროფესიული კურსების ყველა წარჩინებულ სტუდენტს ჯილდოს 150 ლარით პროფესიული განათლების წახალისების მიზნით. დღეს ბიუჯეტის პროექტი კვლავ გაიგზავნა ამ წინადადებების დასამუშავებლად. ასევე შემოთავაზებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების ფინანსური დახმარება წელიწადში ორჯერ.
დაისვა სკოლამდელი ასაკის ბავშვების სოფელ ბუზავეთიდან სოფელ კულიკამში გადაყვანის საკითხი. აქამდე ტრანსპორტირება მშობლების ხარჯზე ხდებოდა. დეპუტატმა სარგის უზუნიანმა შესთავაზა სოფელ ბუზავეთის შეყვანა იმ სოფლების სიაში, სადაც ბავშვების ტრანსპორტირებას სახელმწიფო ახორციელებს.
ამაზე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა, ვალერი სტელმაშოვმა უპასუხა, რომ ეს საკითხი უკვე ჩასმულია.
პარტია „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა, ნელსონ ალექსანიანმა კოლეგებს ბიუჯეტში ნაბერეჟნაიას ქუჩის ბოლო ნაწილის რეაბილიტაციის ჩასმა შესთავაზა.
დეპუტატმა, ჰამლეტ მოვსისიანმა გამოთქვა იდეა გამოიყოს თანხა სოფელ თირკნაში წყალმომარაგების სისტემის ასაშენებლად და სოფელ ბუღღაშენში წყალმომარაგების საკითხების მოსაგვარებლად.
დღის წესრიგის ორივე საკითხი ბიუროში განსახილველად გავიდა, ორი ხმა წინააღმდეგ დაფიქსირდა.
პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებმა, შირვან შირინიამაი და არმენ უნანიანმა არც ერთ საკითხს მხარი არ დაუჭირეს.