ახალქალაქის რაიონის სოფელ დილისკაში წინასაახალწლო დახმარება დღეს, 25 ოჯახს დაურიგეს.

რუსეთში მცხოვრები სოფელ დილისკას მკვიდრის, ვანიკ და რობერტ მოსოიანების ფინანსური მხარდაჭერითა და ქველმოქმედებით, სოფლის გამგეობის შუამავლობითა და სოფლის მცხოვრებლების დახმარებით, ფინანსურად მძიმე პირობებში მყოფ მოსახლეობას დახმარების სახით, ერთი ტომარა ფქვილი, ერთი ტომარა შაქარი და 50 ლარი ფულადი საჩუქრის სახით გადაეცა.

OGNUTYUN

 

სოფლის უფლებამოსილი პირის, ოგანეს გაბრიელიანის ინფორმაციით, სოფელში 550 ოჯახი ცხოვრობს, მაგრამ დახმარების მიმღებთა რაოდენობა შეზღუდული იყო, ამ ოჯახების სია შედგენილია მათი ფინანსური მდგომარეობის მიხედვით, გარდა ამისა, მარტოხელა ადამიანები შეირჩა.

ერთ-ერთი იყო ვარდენიკ გაბრიელიანი, რომელიც თავის ავადმყოფ დასთან ერთად ცხოვრობს.

„მადლობას ვუხდი ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ამ დახმარებაში. განსაკუთრებით მადლობელი ვარ რობერტ მოსოიანის ქველმოქმედებისთვის.  მე მასწავლებელი ვარ და ხელფასი, რომელსაც ვიღებ, ძლივს მყოფნის ყოველდღიური ხარჯის დასაფარად. ამ დახმარებას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს“.

მადლიერება გამოთქვა ყველამ, ვინც დახმარება მიიღო.

DILISSK

 

როგორც ახალქალაქის საკრებულოს დეპუტატმა, გაგიკ გაბრიელიანმა აღნიშნა, ძმები მოსოიანები რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობენ, ეს მათი მხრიდან პირველი ჰუმანიტარული დახმარება არ არის.  მათი მხრიდან ქველმოქმედება მომავალშიც გაგრძელდება.

 

DILISKAAA
OGNUTYUN DIL