საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, დიეგო კოლასმა ხანმოკლე ვიზიტის ფარგლებში, ჯავახეთში ვიზიტის მიზნებსა და აქ უკვე დასრულებულ პროექტებთან დაკავშირებით Jnews-ის რამდენიმე კითხვას უპასუხა.
ჯავახეთში სხვადასხვა პრობლემის მოსაგვარებლად სხვადასხვა ქვეყნები ახორციელებენ პროექტებს იმ სფეროებში, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, სამოქალაქო ჩართულობა, განათლება, ახალგაზრდობა და გენდერული პროგრამები. აქ, განვითარების სასიკეთოდ, პროექტებს აფინანსებდნენ აშშ, იაპონია, ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა, როგორიცაა გერმანია, ჩეხეთი, ესტონეთი და ა.შ. ამ ქვეყნებს შორის ჯერ კიდევ არ შეიმჩნევა საფრანგეთის ინტერესი სომხებით დასახლებული საქართველოს რეგიონის მიმართ.
8 დეკემბერს ჯავახეთს, საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი პირველად ეწვია. საფრანგეთის წარმომადგენლობა საქართველოში დაინტერესდა, რა პრობლემების წინაშე დგას რეგიონი, რომელიც დანარჩენისგან იმით გამოირჩევა, რომ აქ სომხები კომპაქტურად ცხოვრობენ.
„ჩვენ გვქონდა საპილოტე პროგრამა „French agency development“ მთელს სამცხე-ჯავახეთში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, როგორ ამოვიცნოთ ისინი და დავეხმაროთ მათ. მე ვესაუბრე არნოლდს (სტეფანიანს) PMMG-დან გვქონდა საინტერესო დისკუსია, როგორ მიმდინარეობს სომხური თემის ინტეგრირება, რა მუშაობს და რა არა. მაინტერესებდა უკეთ გამეგო სიტუაცია და მქონოდა წარმოდგენა. 2 წელია საქართველოში ვარ და პირველად ვიმოგზაურე დიდ ქალაქებში და უნივერსიტეტებში. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ეს ადგილიც“, – თქვა ელჩმა Jnews-თან ინტერვიუში და დაამატა, რომ ქვეყნის ყველა ნაწილის გაერთიანება არის მთელი ქვეყნის წარმატების გასაღები.
“მჯერა, რომ თქვენ ხართ ისეთ ადგილას, სადაც პოლიტიკური დროის შემდეგ, განვითარებისა და მუშაობის დროა. ჩვენ გვაქვს წვდომა «French agency development»-თან, გვაქვს წვდომა ინვესტორებთან საფრანგეთიდან. მოხარული ვართ, რომ ვართ პოსტკოვიდური სიტუაციის აღდგენის ნაწილი”.
ახალციხეში განხორციელებულ პროგრამაზე საუბრისას დიეგო კოლასმა აღნიშნა:
„ამ კუთხით ვმუშაობთ ბავშვების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტეგრაციის ახალ სისტემაზე. ვფიქრობ, საინტერესო საპილოტე პროექტი იყო, რომელშიც ვცდილობდით სომხურენოვანი მკვლევარების მოზიდვას, მივედით გარკვეულ დასკვნამდე. იმედი მაქვს, თუ ახალ პროექტს გავაკეთებთ, ეს ნიუანსები იქნება გათვალისწინებული. აქ ყოფნის მთელი აზრი არის სწორი კითხვების დასმა მომავალი პროექტებისთვის“.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი 8 დეკემბერს SEREC-ის პროგრამის ფარგლებში ახალქალაქში იმყოფებოდა.
საფრანგეთის ელჩი ახალქალაქს ეწვია