საქართველოში კორონავირუსის 3 731 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 295 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 72 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 50 626 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 31 151, „პისიარ“ ტესტით – 19 475.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 7,37%, ბოლო 14 დღის – 8,78%, ბოლო შვიდი დღის – 8,53%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 853 833 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 796 453 გამოჯანმრთელდა, 12 191 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 197 838 აცრა, დღიურად აცრილია 11 099.
კარანტინის რეჟიმშია 33, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 541 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 144 პირი.
ამასთან, პირველი დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 4 459 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 957 პაციენტი, გარდაიცვალა 65.