სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 189 შემთხვევა გამოვლინდა, 1 072 პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 21 პაციენტი გარდაიცვალა.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
29 ნოემბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 338 120 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის, 316 198 პაციენტი გამოჯანმრთელდა.