საქართველოში კორონავირუსის 1 954 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 477 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 47 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 20 068 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 12 613, „პისიარ“ ტესტით – 7 455.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 9,02%, ბოლო 14 დღის – 9%, ბოლო შვიდი დღის – 9,04%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 840 593 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 783 987 გამოჯანმრთელდა, 11 974 კი გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 155 561 აცრა, დღიურად აცრილია 2 479.
კარანტინის რეჟიმშია 54, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 533 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 150 პირი.
ამასთან, 28 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 3 333 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 052 პაციენტი, გარდაიცვალა 56.