საქართველოში კორონავირუსის 5 085 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 428 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 62 პაციენტი.
stopcov.ge-ს მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 51 440 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 36 162, „პისიარ“ ტესტით – 15 278.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 9,89%, ბოლო 14 დღის – 9,11%, ბოლო შვიდი დღის – 8,97%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 819 182 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 759 657 გამოჯანმრთელდა, 11 615 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 107 467 აცრა, დღიურად აცრილია 9 594.
კარანტინის რეჟიმშია 58, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 588 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 103 პირი.
ამასთან, 22 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1 851 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 530 პაციენტი, გარდაიცვალა 55.