დღეს, 19 ნოემბერს, ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოავლინეს.
ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში დღეს კორონავირუსის გამოსავლენად 264 ტესტი ჩატარდა, აქედან 205 სწრაფი ანტიგენის ტესტი, 59 PCR-ტესტი.
ასევე, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ინფორმაციით, მათ დაწერეს რეკომენდაცია სოფელ არაგვაში სკოლის ონლაინ რეჟიმში გადასვლაზე. მე-2 სკოლა დისტანციურად მუშაობს, მე-4 სკოლაში კი ხვალ კარანტინი მოიხსნება.
სკოლებსა და საბავშვო ბაღებში დასწრების მაჩვენებელი კვლავაც დაბალია.