კვირას, 21 ნოემბერს, ახალქალაქის ცენტრალურ პარკში, რეგიონში ვაქცინაციის სტიმულირების მიზნით, ღონისძიება „კოვიდ-რეგულაციის დაცვა“ გაიმართება. პარკში მობილური ვაქცინაციის სადგური გაიხსნება. პარკში აცრის მსურველებს წამახალისებელი საჩუქრები გადაეცემათ.გაიმართება კონცერტი და სხვა გასართობი ღონისძიებები.

ცენტრალურ პარკში “ხას ბახჩაში” 21 ნოემბერს 14:00 საათზე ღონისძიება “კოვიდ-რეგულაციის დაცვა” დაიწყება და 18:00 საათამდე გაგრძელდება. ღონისძიებას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის უფროსის მოადგილე პაატა იმნაძე, ცენტრის მთავარი ეპიდემიოლოგი ხათუნა ზახაშვილი, პარლამენტის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან. ისინი საზოგადოებას გაესაუბრებიან და განმარტავენ მიზეზს, თუ რატომაა საჭიროა COVID-19-თან ბრძოლაში ვაქცინაცია.

აცრის მსურველებისთვის პარკში მობილური ვაქცინაციის ცენტრი იმუშავებს. პარკში ყველა აცრილს საჩუქრები გადაეცემა: საწვიმარი, ჩანთები, 3 ჟეტონი (საკვები, დესერტი, სასმელი), ასევე ფასდაკლების ვაუჩერი Elite Electronics-ის მაღაზიიდან.

ვაქცინირებულებს იუსტიციის სახლში უფასო მომსახურების ვაუჩერი გადაეცემათ და ავტომატურად აცრილებს შორის გათამაშების სიაში მოხვდებიან, სადაც 100 000 ლარის მოგების შესაძლებლობა ექნებათ.

პარკში ბავშვებისთვის ანიმატორებისა და მულტფილმის გმირების ჩვენება გაიმართება. დამონტაჟდება ბატუტი და საღებავების სტენდი.

ბენდ “რეზო და ბავშვებსა” და გიორგი ხუციშვილს  გამოსვლა ექნებათ.

ღონისძიება 18:00 საათამდე გაგრძელდება და მას ეკა ფანგანი და არამ ჯავაირჯიანი გაუძღვებიან.