ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, რამდენიმე საბავშვო ბაღი, კერძოდ, სოფლების: დილისკას, აზავრეთის, კულიკამის და ქალაქ ახალქალაქის ბაგა-ბაღი, მუშებს შორის კორონავირუსის შემთხვევების გამო, კარანტინშია.
ახალქალაქის საბავშვო ბაღების ასოციაციის დირექტორის, ანაიდა ასატურიანის თქმით, 10 ნოემბერს სოფელ აზავრეთში საბავშვო ბაღი დაიხურა, 12 ნოემბერს კი სოფელ დილისკას საბავშვო ბაღი, გუშინ, 16 ნოემბერს ახალქალაქის მე-3 საბავშვო ბაღი დაიხურა. დღეს კი სოფელ კულიკამის საბავშვო ბაღი.
გარდა ამისა, როგორც ანაიდა ასატურიანი აცხადებს, სოფელ ვაჩიანის საბავშვო ბაღის აღსაზრდელების მშობლების კოლექტიური განცხადების გამო, გადაწყდა, საბავშვო ბაღი ხვალიდან დაიხუროს.
„სოფელ ვაჩიანში საბავშვო ბაღის დახურვა გადაწყდა, რადგან უკვე 2 კვირაა მუშაობს, მაგრამ არც ერთი ბავშვი არ დადის. მშობლებმა დაწერეს განცხადება, რომ არ სურთ შვილების ბაღში მიყვანა იმის გამო, რომ სოფელში კორონავირუსი გავრცელდა, ამიტომ გადავწყვიტეთ მისი დახურვა“, – განაცხადა ანაიდა ასატურიანმა