20-21 ნოემბერს ახალქალაქში Off Road-ის შეჯიბრი გაიმართება, რომელშიც საქართველოსა და სომხეთის Off Road კლუბები მიიღებენ მონაწილეობას. საუკეთესოს ტიტულისთვის სხვადასხვა შეჯიბრების გამარჯვებულები და ჩემპიონები იბრძოლებენ. ორგანიზატორია Off Road Club Javakheti.
20 ნოემბერს, ახალქალაქის ცენტრში, მაშტოცის მოედანზე, მაღალი გამავლობის მანქანების საგამოფენო კომპონენტის გახსნის ცერემონია გაიმართება. კონკურსი კი 22 ნოემბერს ქალაქის სამხრეთ-დასავლეთ გარეუბანში, რესტორან “ევროსტარის” მახლობლად, კარიერის ტერიტორიაზე გაიმართება.
შეჯიბრში Off Road შემდეგი კლუბები მიიღებენ მონაწილეობას: ბათუმის, ქუთაისის, გურიის, გორისა და თბილისის. სომხეთიდან “4×4” კლუბი და სომხური ექსპედიცია იასპარეზებს.