საქართველოში კორონავირუსის 4 104 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 627 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 67 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 752 855 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 688 781 გამოჯანმრთელდა, 10 435 კი, გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 2 003 963, დღიურად აცრილია – 3 453.
ამასთან, 6 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 5 240 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 235 პაციენტი, გარდაიცვალა 68.