საქართველოში კორონავირუსის 5 240 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 235 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 68 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 53 544 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 33 490, „პისიარ“ ტესტით – 20 054.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 9,79%, ბოლო 14 დღის – 9,55%, ბოლო შვიდი დღის – 10,25%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 748 751 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 684 154 გამოჯანმრთელდა, 10 368 კი, გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 2 000 388, დღიურად აცრილია – 4 942.
კარანტინის რეჟიმშია 37, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 707 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 313 პირი.
ამასთან, 5 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 5 340 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 631 პაციენტი, გარდაიცვალა 62.