ახალქალაქის მოსახლეობა სამშენებლო ნარჩენებისთვის კონკრეტული ადგილის არ არსებობამ შეაწუხა. კითხვაზე, თუ სად უნდა გადაიყაროს ნაგავი, პასუხი არ არსებობს.
JNEWS-მა ახალქალაქის მცხოვრებლებისგან სამშენებლო ნარჩენების გატანასთან დაკავშირებით უკვე რამდენიმე საჩივარი მიიღო. ახალქალაქში სამშენებლო ნარჩენების სპეციალური ნაგავსაყრელი არ არის. მოსახლეობამ არ იცის სად გადაყაროს ისინი; ნაგვის კონტეინერებში გადაყრა აკრძალულია, რადგან ურნები ფუჭდება.
„მცხოვრებლებმა სამშენებლო ნარჩენები ნაგვის ურნაში ჩაყარეს, რომელიც ჩვენი სახლის გვერდითაა. სერვის ცენტრის თანამშრომლებმა სამშენებლო ნარჩენები ნაგავსაყრელთან დატოვეს, ხოლო მოსახლეობას არ ესმის, რომ ასეთი ნარჩენები აქ არ უნდა ჩაყაროთ. ჩემი სახლის გარეთ დატოვეს. არ ვიცი სად წავიღო“, – განმარტავს ახალქალაქის ერთ-ერთი მცხოვრები.
სერვის ცენტრის დირექტორის არმენ ბიჩახჩიანის განცხადებით, ნაგვის მანქანა რამდენჯერმე ზუსტად სამშენებლო ნარჩენების გამო გაფუჭდა. აკრძალულია მისი ნაგავსაყრელზე გატანა. მერიამ ასეთი ნარჩენებისთვის სპეციალური ტერიტორია უნდა გამოყოს.
JNEWS-ი სამშენებლო ნაგვის გადამზიდველს დაუკავშირდა და შეეცადა გაერკვია, თუ სად მიაქვთ სამშენებლო ნაგავი.
კითხვას ასე უპასუხეს: „არ გეტყვით, რადგან, რომ დამიჭირონ, იცით რასაც მიზამენ“.
ახალქალაქის მერის, იურიკ უნანიანის თქმით, რეგიონში სამშენებლო ნარჩენების გასატანად სპეციალური ტერიტორია არ არსებობს.
„ეს საკითხი ჩვენ, ყველას გვაწუხებს, რეგიონში არ არის გამოყოფილი ადგილი და ისეთი ტერიტორია, რომელიც სამშენებლო ნარჩენების ნაგავსაყრელი იქნება“, – განმარტა მერმა.
აღსანიშნავია, რომ აღმაშენებლის ქუჩაზე სამშენებლო ნარჩენების უკანონო ნაგავსაყრელი გაჩნდა, რადგან კანონით განსაზღვრული ადგილი არ არსებობს. მოსახლეობა თავად ცდილობს პრობლემის მოგვარებას.