უკვე ერთი თვეა, რაც სოფელ კულიკამის შიდა გზის მოასფალტების სამუშაოები
სოფელ კულიკამსა და კარტიკამში მოასფალტების სამუშაოების ელექტრონულ ტენდერში კომპანია «ჯავახავტოგზამ» 939.421.00 ლარით გაიმარჯვა.
სოფელ კულიკამის გზის მთლიანი მონაკვეთი 1 კმ 240 მ-ია.
”სამუშაო ერთი თვის წინ დაიწყო და ნებისმიერ შემთხვევაში, წლეულს უნდა დასრულდეს. ამჟამად მუშაობა გრძელდება,” – ამბობს კომპანია «ჯავახავტოგზის» დირექტორი, ჯაბა ძირკვაძე.
სოფლის სპეციალისტმა ალიკ უზუნიანმა თქვა: ”კმაყოფილები ვართ მიმდინარე სამუშაოთი, თუ არა, ბოლოს გაირკვევა, როცა დასრულდება სამუშაოები. ახლა არის ადგილები, სადაც ასფალტის პირველი ფენა უკვე დაგებულია და არის ადგილები, სადაც გზის საძირკველის მომზადება ახლახან დაიწყო. ვერ შევაფასებ, რა სამუშაო გაკეთდა, მე არ ვარ ამ საკითხის სპეციალისტი”.
სოფლის ზოგიერთი მცხოვრები ჯერჯერობით კმაყოფილია შესრულებული სამუშაოებით, მაგრამ შეფასებისთვის საბოლოო შედეგს ელოდებიან.