საქართველოში 10 ოქტომბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 871 116 აცრა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ამავე მონაცემებით, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 000 102 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 35.2 %.
სრულად ვაქცინირებულია 871 014 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 30.5 %.
9 ოქტომბერს აიცრა 6 964 ადამიანი.