ახალქალაქში, Pfizer ვაქცინით ყველაზე მეტი ადამიანი აიცრა. სამედიცინო პერსონალის თქმით, აცრილებს შორის სომხები ქართველებზე ნაკლებია. სექტემბერში 1 507 ადამიანი აიცრა, ხოლო 900 აცრა აგვისტოს დასაწყისამდე ჩატარდა, 2142 – აგვისტოს ბოლოსთვის.
ახალქალაქის რეფერალური საავადმყოფოს მონაცემებით, სექტემბერში სინოფარმით 430 ადამიანი აიცრა, სინოვაკით – 208 ადამიანი. ადამიანების უმეტესობამ უპირატესობა Pfizer-ის ვაქცინას მიანიჭა – 869 ადამიანი.
ახალქალაქში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ აცრილთა საერთო რაოდენობა 3653 ადამიანია. ახალქალაქში ყველაზე მეტი აცრილი მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის დასაწყისში დაფიქსირდა. ძირითადად მასწავლებლები იცრებოდნენ. მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ მასწავლებლების სავალდებულო ტესტირება ფასიანი არ იქნება, მათი აქტივობა შემცირდა.
ახალქალაქში დღეში 120 ადამიანი იცრება