ახალქალაქში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მსურველები თან და თან იზრდება. ვაქცინაციის პროცესის დაწყებიდან 1 სექტემბრამდე ახალქალაქის რეფერალურ ჰოსპიტალში 2142 ადამიანი იყო აცრილი, დღეში საშუალოდ 120 ადამიანი იცრება. ბოლო დღეებში ვაქცინირებულთა უმეტესობა მუნიციპალიტეტის სკოლების მასწავლებელია.
ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის მონაცემებით, მუნიციპალიტეტში ბოლო დღეებში აცრილ ადამიანთა რიცხვი გაიზარდა. ბოლო დღეებში, მას შემდეგ რაც გამოცხადდა, რომ პედაგოგთა სავალდებულო ტესტირება ფასიანი იქნება, ვაქცინაციის მსურველი მასწავლებლების რიცხვ გაიზარდაი. სამ დღეში (31 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე) ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრმა 62 მასწავლებლის სია მიიღო, რომელთაც აცრა სურთ.
ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორის სირანუშ ტონაკანიანის თქმით, ვაქცინაციის მსურველი მასწავლებლების სია რესურს ცენტრიდან იგზავნება, ისინი აგზავნიან ახალქალაქის რეფერალურ საავადმყოფოში, სადაც ვაქცინაცია ტარდება.
ახალქალაქის მცხოვრებლებს შორის პოპულარულია Pfizer ვაქცინა, შემდეგ Sinopharm-ი, Sinovac-ი და არ სურთ AstraZeneca-ს ვაქცინით აცრა.
672 დოზა Pfizer-ის ვაქცინიდან, რომელიც ახალქალაქმა აგვისტოს დასაწყისში მიიღო, დარჩა 137 დოზა.
ამ დროისთვის Sinopharm-ის პრეპარატით ვაქცინაციის პირველადი რეგისტრაცია შეჩერებულია, მხოლოდ მეორე დოზაა შესაძლებელი.
ვაქცინაციის მონაცემები ახალქალაქში ბოლო 2 დღის განმავლობაში:
გუშინ, 31 აგვისტოს, ახალქალაქში Sinovac-ის ვაქცინით აიცრა 58 ადამიანი, 34 Pfizer–ით.
30 აგვისტოს Pfizer-ით 36 ადამიანი იყო აცრილი, Sinovac-ით-8, Sinopharm-ით -38.
ვაქცინაციის მთელი პერიოდის განმავლობაში ახალქალაქში
493 ადამიანი იყო აცრილი Pfizer– ის პირველი დოზით, ხოლო 29 ადამიანი მეორე დოზით.
Sinopharm-ის პირველი დოზა მიიღო 872 ადამიანმა, მეორე – 263 -მა
Sinovac-ის პირველი დოზა მიიღო 392 ადამიანმა, მეორე – 85 ადამიანმა.
5 ადამიანი იყო აცრილი AstraZeneca-ს ვაქცინის ერთი დოზით, 3 ადამიანი აცრილი იყო მეორე დოზით.
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის მონაცემებით, ვაქცინაციის პროცესის დასაწყისში აცრილთა შორის იყვნენ მუნიციპალიტეტის გარეთ მყოფი ადამიანები, თუმცა ბოლო დროს აცრილები ჩვენი მუნიციპალიტეტიდან არიან.
ახალქალაქის რეფერალური საავადმყოფო მომავალ კვირაში მიიღებს Pfizer-ის ვაქცინის კიდევ 600 დოზას, ხოლო ერთი კვირის წინ მიიღო 500 დოზა Sinopharm-ის ვაქცინა.