დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის მაჩვენებელი სკოლებში ბაღებთან შედარებით უფრო მაღალია.
მისი განმარტებით, ბოლო მონაცემებით, სკოლებში მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის 52 პროცენტი სრულად ვაქცინირებულია.
„სკოლებში უკეთესი მაჩვენებელია. ბოლო მონაცემებით, მასწავლებლების და ადმინისტრაციული პერსონალის 52 პროცენტია ორჯერადად აცრილი. 64 პროცენტამდე იყო ერთჯერადი აცრა სკოლებში მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის, გეთანხმებით, ბაღებში ეს ნაკლებია“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, თბილისში, საბავშვო ბაღების პერსონალსა და აღსაზრდელებს შორის „კოვიდ-19“-ის დადასტურების გამო, 14 ბაღი დაიხურა.