მთელი ქვეყნის მასშტაბით კვების ობიექტები 23:00 საათამდე იმუშავებენ, – ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის განცხადებით, კვების ობიექტების მუშაობა ხვალიდან ერთი საათით გახანგრძლივდება.

„საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ტენდენციების გათვალისწინებით, კვების ობიექტების მუშაობა ხვალიდან ერთი საათით გახანგრძლივდება და ისინი 22:00 საათის ნაცვლად, 23:00 საათამდე შეძლებენ“, – განაცხადა ღიბრაძემ.

რესტორნების მუშაობა 22:00 საათამდე იყო დაშვებული.