საქართველოს ცესკო აქვეყნებს 2021 წლის მუნიციპალური არჩევნების წინასწარ შედეგებს. JNEWS-ი აქვეყნებს ახალქალაქის N40 საარჩევნო ოლქში მერის არჩევნების შედეგებს.

ახალქალაქის მერობის კანდიდატებს შორის ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

პარტია „ევროპული საქართველოს“ კანდიდატმა არსენ კარაპეტიანმა მიიღო 9,9% (1695 ხმა)
პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა მელიქ რაისიანმა მიიღო 7.88% (1350 ხმა)
პარტია „ქართული ოცნების“ კანდიდატმა მელქონ მაკარიანმა მიიღო 82,22% (14082 ხმა).

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 2 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები ჩატარდა. მოსახლეობამ აირჩია მერები, ასევე ადგილობრივი საკრებულოს უმრავლესობის და პროპორციული დეპუტატები.

მმართველი პარტიის კანდიდატმა მელქონ მაკარიანმა ხმების ყველაზე დიდი პროცენტი მიიღო სოფელ კუმურდოში, ორივე საარჩევნო უბანზე.

სოფელ კუმურდოს No49 საარჩევნო უბანზე მელქონ მაკარიანმა მიიღო 98.62% (499 ხმა), ხოლო No69 უბანზე – 99.16% (354 ხმა).