2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ახალქალაქის მერობის კანდიდატმა მმართველი პარტიიდან, მელკონ მაკარიანმა ხმა N17 საარჩევნო უბანზე, სოფელ ბარალეთში მისცა. როგორც თავად ამბობს, მან ხმა მისცა “სამართლიანობას, მშვიდობასა და ჯანმრთელობას”.
მაკარიანმა აღნიშნა, რომ მისი მოლოდინი ამ არჩევნებისგან ძალიან დიდია.
”მე გავაკეთე არჩევანი სამართლიანობის, მშვიდობისა და ჯანმრთელობისთვის, რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ცხოვრებაში. ძალიან დიდი მოლოდინი მაქვს ჩემი ხალხისგან, ჩემი უბნის ამომრჩევლებისგან, ყველას ვუსურვებ გამარჯვებას და მშვიდობიან არჩევნებს, დაე ღირსეულმა გაიმარჯვოს. სულ რამდენიმე საათია დარჩენილი, დარწმუნებული ვარ ჩემს შესაძლებლობებში”.
მმართველი პარტიის მერობის კანდიდატი აცხადებს, რომ მას ბევრი გეგმა აქვს განსახორციელებელი არჩევის შემთხვევაში და ხაზს უსვამს, რომ გადაწყვეტილებები მარტო არ მიიღება.
”გადაწყვეტილებები არ მიიღება მარტო, ნებისმიერი საკითხი, მღელვარე რაიონი, განიხილება შესაბამის ადამიანებთან ერთად”.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები ტარდება.