როდის, რამდენი და რომელ პარტიებს გადაურიცხეს სომხებმა თანხა წინასაარჩევნო პერიოდში? JNEWS– ის კვლევებიდან ირკვევა, რომ შემოწირულობების უმეტესობა „ქართული ოცნების“ პარტიისთვის განხორციელდა. ოპოზიციურ პარტიებში მხოლოდ 2-3 სომეხმა გადარიცხა.
2021 წელს დაახლოებით 12 072 319 ლარის ოდენობის შემოწირულობა მიიღო „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“.
2021 წლის 2 აგვისტოდან 15 სექტემბრამდე 54 სომეხმა დაახლოებით 404 800 ლარის ოდენობის შემოწირულობა გაიღო.
მათგან 26 ნინოწმინდის რაიონის მკვიდრია, 15 კი ახალქალაქის. საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით წარმოგიდგენთ იმ პირთა სიას, რომლებმაც შემოწირულობები განახორციელეს.
ახალქალაქის რეგიონში რეგისტრირებულმა 15-მა ადამიანმა „ქართულ ოცნებას“ დაახლოებით 87 000 ლარი შესწირა.
ახალქალაქში, ყველაზე დიდი შემოწირულობა გაიღს არმენ გრიგორიანმა – 20 000 ლარი და სეროჟ აბრაამიანმა – 15 000 ლარი. მინიმალური შემოწირულობა სტეფან საჰაკიანმა გააკეთა – 2 000 ლარი .
არმენ გრიგორიანი ახალქალაქის მერიის თანამშრომელია, ასევე ჯავახეთის დახმარების კავშირის ახალქალაქის განყოფილების დირექტორი. ის ნებაყოფლობით მუშაობს და კომპანია მის სახელზე რეგისტრირებული არ არის.
ახალქალაქის მკვიდრი სერიოჟა აბრაამიანი ქალაქის ცენტრში აფთიაქს ფლობს.
ანდრანიკი და ჰოვიკ მურადიანი ახალქალაქის საკრებულოს ამჟამინდელი მოადგილეები არიან. პარალელურად ბიზნესმენებიც. “ქართული ოცნების” დეპუტატობისთვის ბრძოლობენ.
რუბენ გალსტიანი საკრებულოს ახალქალაქის ამჟამინდელი თავმჯდომარის ნაირი ირიციანის პარტნიორი და დეპუტატობის კანდიდატია.
ხაჩიკ მოსოიანი ახალქალაქის რეგიონში ახალი ტენდერის გამარჯვებულია. მის კუთვნილებაშია კომპანია “New Project”, რომელიც ქალაქის ცენტრალური პარკის რეკონსტრუქციას ახორციელებს.
1. 16 აგვისტოს არმენ გრიგორიანმა გადარიცხა 20 000 ლარი.
2. 13 აგვისტოს მჰერ ჰარუთიუნიანმა გადარიცხა 5000 ლარი.
3. 13 აგვისტოს რუბენ გალსტიანმა გადარიცხა 5000 ლარი.
4. 12 აგვისტოს ამბარცუმ ზოფუნიანმა გადარიცხა 3000 ლარი.
5. 12 აგვისტოს სოს მურადიანმა გადარიცხა 3000 ლარი.
6. 12 აგვისტოს ხაჩიკ მოსოიანმა გადარიცხა 5000 ლარი.
7. 12 აგვისტოს სტეპან საჰაკიანმა გადარიცხა 2 000 ლარი.
8. 11 აგვისტოს სამველ გოგორიანმა გადარიცხა 5000 ლარი.
9. 11 აგვისტოს გაგიკ ქობალიანმა გადარიცხა 3000 ლარი.
10. 10 აგვისტოს თუმა მანუკიანმა გადარიცხა 3000 ლარი.
11. 9 აგვისტოს ანდრანიკ მურადიანმა გადარიცხა 5000 ლარი.
12. 9 აგვისტოს სერიოჟა აბრაჰამიანმა გადარიცხა 15 000 ლარი.
13. 9 აგვისტოს არმენ ხაჩატურიანმა გადარიცხა 3000 ლარი.
14. 9 აგვისტოს ჰოვიკ მურადიანმა გადარიცხა 5000 ლარი.
15. 3 აგვისტოს სამველ გოგორიანმა გადარიცხა 5000 ლარი.
ნინოწმინდის რეგიონში რეგისტრირებულმა 26-მა ადამიანმა „ქართულ ოცნებას“ დაახლოებით 99 800 ლარი შესწირა.
ნინოწმინდაში ყველაზე დიდი შემოწირულობა სევან ნალბანდიანმა გაიღოა. „ქართულ ოცნებას“ 10 000 ლარი გადაურიცხა. ვაგინაკ არზუმანიანმა ყველაზე ცოტა, 300 ლარი გადარიცხა.
სეირან კიურეგიანი საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, სუმბატ კიურეგიანის ვაჟია.
1. 15 სექტემბერს ვაღინაკ არზუმანიანმა გადარიცხა 300 ლარი.
2. 1 სექტემბერს წოლაკ ფუთულიანმა გადარიცხა 4000 ლარი.
3. 27 აგვისტოს სევან ნალბანდიანმა გადარიცხა 10 000 ლარი.
4. 25 აგვისტოს არტავაზდ არზუმანიანმა გადარიცხა 2 000 ლარი.
5. 23 აგვისტოს მარტინ კარსლიანმა გადარიცხა 3000 ლარი.
6. 16 აგვისტოს რაზმიკ გუმაშიანმა გადარიცხა 5000 ლარი.
7. 16 აგვისტოს კარენ პუტულანმა გადარიცხა 5000 ლარი.
8. 12 აგვისტოს მხითარ გარსლიანმა გადარიცხა 5000 ლარი.
9. 12 აგვისტოს ასკანაზ მოსოიანმა გადარიცხა 5000 ლარი.
10. 12 აგვისტოს შირაზ ხოდიკიანმა გადასცა 3000 ლარი.
11. 12 აგვისტოს სამველ გალოიანმა გადარიცხა 5000 ლარი.
12. 11 აგვისტოს ალექსან არაქელიანმა გადარიცხა 3000 ლარი.
13. 11 აგვისტოს გრიგორ მგდესიანმა გადარიცხა 5000 ლარი.
14. 11 აგვისტოს არუშან წარუკიანმა გადარიცხა 5000 ლარი.
15. 11 აგვისტოს არზუმან კარაპეტიანმა გადარიცხა 5000 ლარი.
16. 10 აგვისტოს არმან ნორსიანმა გადარიცხა 1000 ლარი.
17. 9 აგვისტოს გაგიკ ჰოვსეპიანმა გადარიცხა 4000 ლარი.
18. 9 აგვისტოს ანდრანიკ მკრტჩიანმა გადარიცხა 3000 ლარი.
19. 9 აგვისტოს სრაპ ჰაირაპეტიანმა გადარიცხა 1500 ლარი.
20. 9 აგვისტოს მასის აღაიანმა გადარიცხა 2 000 ლარი.
21. 6 აგვისტოს წოლაკ გრიგორიანმა გადარიცხა 3000 ლარი.
22. 5 აგვისტოს ანუშავან სნხჩიანმა გადარიცხა 5000 ლარი.
23. 4 აგვისტოს ნოირარ ნალბანდიანმა გადარიცხა 4000 ლარი.
24. 4 აგვისტოს ხორენ თუმასიანმა გადარიცხა 3000 ლარი.
25. 4 აგვისტოს გაბრიელ ეგოიანმა გადარიცხა 5000 ლარი.
26. 2 აგვისტოს სეირან კიურეგიანმა 5,000 ლარი შესწირა ქართულ ოცნებას.
საქართველოს სხვა ქალაქებსა და რეგიონებში მცხოვრებმა სომხებმა დაახლოებით 218,000 ლარი გაიღეს.
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირებს შეუძლიათ პარტიებში წვლილი 0 -დან 60 000 ლარამდე შეიტანონ, ხოლო კომპანიებს 0 -დან 120 000 ლარამდე. ეს ფინანსური შეზღუდვები იმისთვის შეიქმნა, რომ თანაბარი პირობები და გამჭვირვალობა უზრუნველყონ.
2021 წელს “ევროპული საქართველო” პარტიისთვის 224 609 ლარი გაიღეს, თანხა 67 პირმა გადარიცხა, რომელთაგან მხოლოდ ერთია სომეხი. ის სტეპან აბგარიანია, რომელმაც 4 529 ლარი შესწირა.
არცერთ სომეხს არ გადაურიცხავს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის”. 2021 წელს 153 ადამიანიდან დაახლოებით 1 331 699 ლარის ოდენობის შემოწირულობა მიიღეს.