აღმაშენებლის ქუჩის ერთ-ერთი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელში ელექტრული მავთულის მოკლე ჩართვის გამო ხანძარი გაჩნდა. შენობის მცხოვრებლებმა ცეცხლი სასწრაფო დახმარების მისვლამდე ჩააქრეს.

24 სექტემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე მაღალი კორპუსის მცხოვრებლებმა შესასვლელში ცეცხლი შენიშნეს. სასწრაფო დახმარების სამსახური გამოიძახეს და ხანძრის ჩაქრობა დაიწყეს. სასწრაფო დახმარების მოსვლამდე ცეცხლი სრულად ჩააქრეს.

რატომ გაჩნდა ხანძარი, რამდენად უსაფრთხოა ელექტრული კავშირი მრავალსართულიან შენობებში და საერთოდ ახალქალაქში, Jnews-ი მომდევნო მასალებში ისაუბრებს.