გოარ ავენიანი სოფელ ვაჩიანიდან პირველია, ვინც ახალქალაქში covid-ლატარიაში 100 ლარი მოიგო. ის მასწავლებელია და 27 წელია სოფელ ვაჩიანის საჯარო სკოლაში ასწავლის.
პროფესიული და მასწავლებლის პასუხისმგებლობის გრძნობით, 15 სექტემბერს ახალქალაქის საავადმყოფოში COVID-19-ის საწინააღმდეგო “Sinopharm”-ის ვაქცინით აიცრა. საავადმყოფოში ვაქცინის მეორე დოზისთვის მივიდა, როდესაც ტელეფონზე შეტყობინება მიიღო, რომ COVID-ლატარიაში 100 ლარი მოიგო.
” როდესაც გავიგე საავადმყოფოში ვიყავი. სიმართლე გითხრათ, მოგებას არც მოველოდი. მოულოდნელად ტელეფონზე შეტყობინება მოვიდა, გავხსენი და “covid lotto”-გან დამხვდა წერილი. შეტყობინების მიღების შემდეგ დავინტერესდი და ვებგვერდზე შევედი, შევამოწმე და ვნახე, რომ 100 ლარი მოვიგე”, – იხსენებს გოარი.
დაწყებითი სკოლის მასწავლებლის თქმით, მისი გამარჯვება სკოლაში არც ენთუზიაზმის გაღვიძების მიზეზი იყო და არც ვაქცინაციის წახალისება. ვაქცინაციაზე საკუთარი ნებით, დაუფიქრებლად წავიდა. გამარჯვების შესახებ თვითონ ხუმრობს: “ისე გამიმართლა, როგორც მამაც ნაზარს”.
გოარმა ჯერ არ იცის მოგებული თანხას როგორ გამოიყენებს. ფიქრობს საერთოდ არ მივიდეს წამოსაღებად, რადგან სანამ თბილისში ჩავა და დაბრუნდება, 100 ლარი უკვე დაეხარჯება.