ახალქალაქის მერის განცხადებით, ავტობუსები მუშაობას მზად ყოფნისას დაიწყებენ.
“ორი დღის წინ სამი ავტობუსი მოვიყვანეთ. ახლა ავტობუსების ბალანსირებაზე ვმუშაობთ. ქალაქში ავტობუსი ძალიან გვჭირდება. ერთ-ერთი მათგანი “გოროდოკიდან” “ხოსპიოს” მიმართულებით ივლის”,- განმარტავს იურიკ უნანიანი.
ერთ -ერთი ავტობუსის მარშრუტის მიმართულება უკვე განსაზღვრულია – “გოროდოკიდან” “ხოსპიოსკენ”, ხოლო დანარჩენი ორის მარშრუტი ჯერჯერობით უცნობია. ავტობუსები იმოძრავებენ იმ მარშრუტით, სადაც მგზავრების ნაკლებობა არ იქნება.
ახალქალაქის მერი აღნიშნავს, რომ ავტობუსებს ტექნიკური პრობლემები აქვთ, რომელთა აღმოფხვრის შემდეგ ტრანსპორტი ექსპლუატაციაში შევა.
ზემოხსენებული ავტობუსები თბილისის საქალაქო ავტობუსებია, რომლებიც აღარ გამოიყენება, რადგან დედაქალაქში ახალი ავტობუსები მიიღეს. თბილისიდან ავტობუსები იმ მუნიციპალიტეტს გადაეცემა, რომელიც მოითხოვს.