მოქალაქემ ა.ი.-მ, რომელიც Sinopharm-ის პრეპარატით აიცრა, ახალქალაქში 19 სექტემბერს კოვიდ-აცრილთა ყოველდღიური ლატარიაში 100 მოიგო. ახალქალაქში ვაქცინირებულთა შორის გამარჯვებისა უკვე მეორე შემთხვევაა .
საქართველოში 14 სექტემბრიდან კოვიდვაქცინირებულთა შორის გათამაშება ტარდება.
ფულადი პრიზები ყოველდღიური, ყოველკვირეული და ფინალურია. ყოველდღიურ გათამაშებაში პრიზები 100 -დან 500 ლარამდეა. ყოველკვირეული გათამაშებისას 1000-დან 10 000 ლარამდე თამაშდება. ფინალური გათამაშება 100 000 ლარიანი საპრიზო ფონდით 31 დეკემბერს გაიმართება.
გათამაშების საერთო საპრიზო ფონდი სამ მილიონ ლარამდეა. გამარჯვებულებს პროგრამა ავტომატურად, ერთიანი მონაცემთა ბაზიდან, შემთხვევითობის გზით განსაზღვრავს.
ლატარიის გამარჯვებულებს ტელეფონით უკავშირდებიან. მოქალაქეებს მოგების შესახებ ინფორმაციის მიღება ვებგვერდ www.stopcov.lotto.ge-ზე შეუძლიათ. ლატარიის თანხა ბიუჯეტიდან გამოიყოფა.