14 სექტემბერს Jnews.ge-მ სოციალურ ქსელებში გამოკითხვა 2 ოქტომბრის ადგილობრივი ხელისუფლების არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ჩაატარა.
გამოკითხვა ორ სოციალურ ქსელში – Facebook-სა და Instagram-ზე ჩატარდა.
Javakheti news ჯგუფში გამოკითხვაში 12-ის ადამიანის პასუხი დადებითი იყო, 4-ს ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს და 1 ადამიანი არჩევნებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს.
Jnews- ის Facebook გვერდზე 65-მა ადამიანიდან 32 პირი არჩევნებზე წასვლას აპირებს, 33-მა კი გადაწყვიტა არ წავიდეს.
ყველაზე მეტი ხმა Jnews-ის Instagram გვერდმა მიიღო: 101 ადამიანი არჩევნებზე მიდის, 135-მა ადამიანმა გადაწყვიტა არჩევნებზე არ მივიდეს.