გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16-17 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.
ამასთან, სინოპტიკოსების პროგნოზით, ზღვაზე მოსალოდნელია 2-3-ბალიანი ღელვა.
გარემოს ეროვნულ სააგენტოში აღნიშნავენ, რომ მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია, საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.