პირმა, რომელმაც ახალქალაქში COVID-19-ის საწინააღმდეგო, სინოფარმის ვაქცინაცა გაიკეთა, covid-ით ვაქცინირებულთა ლატარიაში 100 ლარი მოიგო. კიდევ ერთმა, ნინოწმინდაში Pfizer-ით აცრილმა 100 ლარი მოიგო.

14 სექტემრიდან საქართველოში კოვიდვაქცინირებულთა შორის ლატარია იმართება.

გათამაშება ყოველდღიური, ყოველკვირეული და ფინალურია. ყოველდღიურ გათამაშებაში პრიზები 100 -დან 500 ლარს შეადგენს. ყოველკვირეულ გათამაშებაში 1000 -დან 10 000 ლარამდე თამაშდება. ფინალური გათამაშება საპრიზო 100 000 ლარიანი ფონდით  31 დეკემბერს გაიმართება.

გათამაშების საპრიზო ფონდი სამ მილიონ ლარამდეა. გამარჯვებულებს პროგრამა ერთიანი მონაცემთა ბაზიდან შემთხვევითობის პრინციპით, ავტომატურად გამოავლენს.

ლატარეა გამარჯვებულებს ტელეფონის ნომრით უკავშირდება. მოქალაქეები მოგების შესახებ ინფორმაციას ვებგვერდზე www.stopcov.lotto.ge იხილავენ, ხოლო ლატარიის თანხა ბიუჯეტიდან გამოიყოფა.