11 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში ჯამში 1 467 065 აცრა ჩატარდა, – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
მათივე ცნობით, ცხრა სექტემბერს აიცრა 25 132 ადამიანი.
ამასთან, საქართველოში კორონავირუსის 2 533 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 762 პაციენტი, 57 კი გარდაიცვალა.