სურენ მოსოიანი კენჭს იყრის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობაზე. ის დასახელდა საინიციატივო ჯგუფის მიერ, რომელშიც შედიოდნენ კარენ ტარზიანი, არტიუშ ვარდანიანი, ვაგარშაკ ხანოიანი, იურიკ ჰარუთიუნიანი, რაფიკ ტიტირიანი. კანდიდატის წინასაარჩევნო კამპანიის პლაკატებზე სომხურად წერია: “ნინოწმინდის მერი”.

მერობის კანდიდატს აქვს ლოზუნგი “გავხადოთ ცხოვრება ღირსეული”. წინასაარჩევნო რეკლამისა და კამპანიის ხარჯები საინიციატივო ჯგუფის და კანდიდატის მიერ ჩადებულ სახსრებზე გაკეთდა. 2000-3000 ლარი დაიხარჯა საარჩევნო პლაკატებისა და ბუკლეტების დაბეჭდვაზე. მერობის კანდიდატი სურენ მოსოიანი მიიჩნევს, რომ პლაკატზე არ არის შეცდომა და ფრაზა “ნინოწმინდის მერი” სწორად არის დაბეჭდილი, აზრიანად.

“არა კანდიდატი, არამედ ადამიანი, რომელიც შესაძლოა იყოს ნინოწმინდის მერი. ეს არის ზუსტად ის, რაც აღინიშნება როგორც ქართულად, “მერად” ისე სომხურად. ანუ, მე მინდა ვიყო ნინოწმინდის მერი. ჩვენი რეგიონის განვითარებისა და აყვავებისათვის” ,- თქვა სურენ მოსოიანმა Jnews – თან საუბარში.

qaxaqapet Ninocmindayi

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მერობის სამი კანდიდატია წარდგენილი. ერთი კანდიდატი წარადგინა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარტიამ, ავაკ ბდოიანი. მოქმედი მერი ანივარდ მოსოიანი არის მმართველი პარტიის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი, ხოლო სურენ მოსოიანი წარდგენილია საინიციატივო ჯგუფის მიერ.