ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 4 საჯარო სკოლის განახლება იგეგმება. რემონტის ელექტრონული ტენდერი უკვე ჩატარდა.
ელექტრონულ კონკურსში, ახალქალაქის რაიონის სოფელ ბუზავეთში, ოლავერდში, გადოლარში, მოდეგამში გევორგ კალივონჯიანმა გაიმარჯვა და სკოლებში სარემონტო სამუშაოებისთვის 1710 ლარი გამოიყო.
სოფელ ბუზევეტის სკოლაში სარემონტო სამუშაოებისთვის გათვალისწინებულია დაახლოებით 30 000 ლარი, მოდეგამში – 20 000 ლარი, ოლავერდეში – 10 000 ლარი, გადოლარეში – 30 000 ლარი.
წინასწარი მონაცემებით, სოფელ ოლავერდის საჯარო სკოლაში ჭერი, ბუზავეტაში, მოდეგამსა და ღადოლარაში სახურავები შეკეთდება. ხოლო მოდეგამსა და ღადოლარში სახურავების გარდა, ინტერიერიც გარემონტდება.
გევორგ კალივონჯიანის თქმით, სკოლის განახლების პროექტები 24 აგვისტოსთვის იქნება მზად.