როგორც JNEWS-ს საქართველოს განათლების სამინისტროში განუცხადეს, 2021-2022 წლების სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს სექტემბერს დაიწყება.

ახალქალაქში ვრცელდება ხმები, რომ ვაქცინირებული მასწავლებლების მცირე რაოდენობის გამო, ქვეყნის საჯარო სკოლებში გაკვეთილები 15 სექტემბრის ნაცვლად 6 ოქტომბერს დაიწყება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას და აღნიშნავს, რომ დღევანდელი მონაცემებით სკოლებში გაკვეთილები დაიწყება 15 სექტემბერს და ჩატარდება საკლასო ოთახებში.

უმაღლესი სასწავლებლები, როგორც ყოველწლიურად, წელსაც თავად გადაწყვეტენ როდის დაიწყება საგანმანათლებლო პროცესი.

დავსძენთ, რომ სკოლები და საბავშვო ბაღები საქართველოში ეპიდემიის გამო, პირველად 2020 წლის მარტში დაიხურა. თავდაპირველად გაკვეთილების ბავშვებს ინტერნეტით უტარდებოდათ. სასწავლო პროცესის კვლავ კლასებში ჩატარება მხოლოდ 2020 წლის შემოდგომით –  სექტემბერ-ოქტომბერში გახდა შესაძლებელი და ისიც, რამდენიმე კვირის განმავლობაში.
ამის შემდეგ, ქვეყანაში ეპიდემიური სიტუაციის მკვეთრი გამწვავების გამო, საგანმანათლებლო დაწესებულებები კვლავ დაიხურა.

შემდგომში საქართველოში შემოიღეს რამდენიმეთვიანი მკაცრი შეზღუდვები. სკოლებში სწავლა, მხოლოდ 2021 წლის მარტში განახლდა.

გაკვეთილებზე დასწრება ნებაყოფლობითი იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ მშობელს შეეძლო გადაეწყვიტა შვილი გაეგზავნა სკოლაში, ან მიეღო ონლაინ სწავლება.

ამჟამად ქვეყანა, კვლავ კორონავირუსის მორიგი ტალღის პიკზეა.