ახალქალაქის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა. როგორც ადგილზე მომუშავეები ამბობენ, სამუშაოები დაახლოებით ერთ თვეში დასრულდება.
ამ დროისთვის გარემონტდა შადრევანი, რომელიც კიდევ უფრო გაფართოვდა, სიღრმე მიემატა და შეიცვალა ფორმა, ბილიკების ნაწილი დაგებულია.
”რჩება დარჩენილი ბილიკების მოსაპირკეთებელი ქვების დაგება. ასფალტირებული იქნება ბაღის შიდა პერიმეტრი. ღობე გაწმენდილია ძველი საღებავისგან, ის მოიხატება. ეს ყველაფერია”, – თქვა სამშენებლო კომპანიის თანამშრომელმა.
მისივე თქმით, ღობე იმავე ფერით შეიღებება, როგორც მანამდე იყო.
შეგახსენებთ, რომ ახალქალაქის ცენტრალური პარკის განახლება მაისის შუა რიცხვებში დაიწყო. პარკის შეკეთების ელექტრონულ კონკურსში ორგანიზაცია “ახალმა პროექტმა” 279,000 ლარით გაიმარჯვა. მაშინვე დაიგეგმა, რომ სამუშაოები 3 თვეში დასრულდებოდა. ასევე იგეგმებოდა ტრენაჟორების დაყენება, მაგრამ დღეს მუშებს ეს საკითხი არ უხსენებიათ.
“ხას ბახჩას” პარკის რემონტი დაიწყო