სოფელ აბულის მახლობლად, ჭექა -ქუხილის დროს დავარდნილ და ელვის გამო დაღუპულ 530 სულ ცხვარს ადგილზე დაწვავენ, რადგან ასეთი რაოდენობის ლეშის ტრანსპორტირება შეუძლებელია. მაღალ მთაზე სატრანსპორტო საშუალება ვერ ავა.
9 აგვისტოს, აბულის მთის მახლობლად, უამინდობისა და ელვის გამო, 530 სული წვრილფეხა პირუტყვი დაიღუპა, მათგან 150 სოფელ ახალი ხულგუმოს მკვიდრს, ლევანოვის ოჯახს ეკუთვნოდა, დანარჩენი კახელი მეცხვარეებისაა.
ელვის შედეგად მწყემსი არ დაზიანებულა, მაგრამ გაღვიძებისთანავე დაკარგა ცნობიერება, 112 -ში დარეკა. შემთხვევის ადგილზე პოლიცია მივიდა, შემდეგ კი, ახალციხის ექსპერტები, რომლებმაც ერთი ცხვრის ლეში ექსპერტიზაზე წაიღეს.
ექსპერტიზის შედეგები 2 დღეში იქნება ცნობილი.
ამ საქმის შესახებ დაწვრილებით ჩვენს მასალაში სოფელ ახალი ხულგუმოდან კვლავ მოგაწვდით.