09.08.2021
ნახვები: 464 |
ავტორი:
Shushan Shirinyan
ახალქალაქის სამხედრო აღრიცხვის სამსახური 12 დღით, მას შემდეგ დაიხურა, რაც ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ვირუსი იმ მუშასაც დაუდგინდა, ვინც “ახალქალაქი” ჰესის მშენებლობაზეა დასაქმებული.
ახალქალაქის სამხედრო აღრიცხვის სამსახურის თანამშრომლებს ტესტირება მას შემდეგ ჩაუტარდათ, რაც ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. შედეგად, ერთი შემთხვევა დადასტურდა.
ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, სირანუშ ტონაკანიანის თქმით, რადგან თანამშრომლებმა შესაძლოა თვითიზოლაცია არ დაიცვან, დაწესებულება 12 დღით დახურეს.
”შეიძლება მაშინვე არ გამოვლინდეს ტესტით ვირუსი, უსაფრთხოების მიზნით, გადავწყვიტეთ სამხედრო აღრიცხვის სამსახურის დახურვა. ჩავატარებთ კორონავირუსის ტესტს არა ორშაბათს, როგორც დაგეგმილი იყო, არამედ 12 დღის შემდეგ”, – თქვა სირანუშ ტონაკანიანმა.
კორონავირუსით ამ დროისთვის სამხედრო აღრიცხვის სამსახურის ორი თანამშრომელია ინფიცირებული, ოთხი კი თვითიზოლაციაში იმყოფება.
სირანუშ ტონაკანიანის თქმით, კორონავირუსი დღეს გამოუვლინდა ჰესის მშენებლობაზე დასაქმებულ ერთ მუშას, რომელიც ახალქალაქში შენდება ამერიკული კომპანია “აისი”-ს მიერ. ინფიცირებული მამაკაცი მარნეულიდან არის. 6 ადამიანი, რომლებთანაც კონტაქტი ჰქონდა, თვითიზოლაციაში იმყოფებიან და 72 საათის შემდეგ, სამშაბათს, ჩაუტარდებათ ტესტირება.