ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ცენტრალური და “ჰაიოს-ქართლოსის პარკი” პროგრამა «განახლებული მუნიციპალიტეტების» ფარგლებში რეაბილიტირდება. ამჟამად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე ძველი ფირფიტები და საქანელები ორივე პარკში დაშლილია, მიმდინარეობს ძირითადი სამუშაოსთვის მზადება. ორივე პარკი ცუდ მდგომარეობაში იყო.
სამუშაოებს ახორციელებს რეგიონული განვითარების ფონდი. პროგრამის ფარგლებში მოხდება ორი პარკის რეკონსტრუქცია: “ჰაიოს-ქართლოსის” და ცენტრალური პარკის.
“პროექტი ხორციელდება პრემიერ-მინისტრის დავალებით. პირველი მოსამზადებელი ეტაპი მიმდინარეობს”, – თქვა ნინოწმინდის მერმა, ანივარდ მოსოიანმა.