ბოლო 24 საათში, სომხეთში კორონავირუსის 329 შემთხვევა გამოვლინდა, 179 პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა შვიდი პაციენტი, ორის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებების დასახელდა. ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსზე 7 551 ტესტი ჩატარდა. 5 აგვისტოს მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 231 332 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 220 617 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
პანდემიის დაწყებიდან, ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით სულ 4 632 ადამიანი გარდაიცვალა. 1 124-ის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები დასახელდა.