ახალქალაქის ყველა საბავშვო ბაღი, ერთის გარდა, 1-ლი აგვისტოდან ერთი თვეა შვებულებაშია. საბავშვო ბაღების ასოციაციაში ბავშვის რეგისტრაციისთვის მშობლების განცხადებები  სკოლამდელ დაწესებულებაში 20 აგვისტომდე მიიღება.

2 აგვისტოს მხოლოდ №3 საბავშვო ბაღია ღია. მორიგეობით რეჟიმში მუშაობს.

“ახლა მხოლოდ №3 საბავშვო ბაღი მუშაობს, რადგან ივლისში გავიდნენ შვებულებაში. იმ შემთხვევაში, თუ ვინმე მუშაობს და არავინ ჰყავს, რომ ბავშვი დაუტოვოს, შეუძლია ბავშვი #3 საბავშვო ბაღში გააგზავნოს. მასწავლებელთა უმეტესობას შვებულება აგვისტოში სურდა. ამ თვეს საბავშვო ბაღებში ცოტა ბავშვია”, – განმარტა ასოციაციის დირექტორმა ანაიდა ასატრიანმა.

მისი თქმით, საბავშვო ბაღში ბავშვების მისაღებად განაცხადები 20 აგვისტომდე მიიღება.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 16 საბავშვო ბაღია, აქედან 3 ქალაქში, დანარჩენი სოფლებშია. ალტერნატიული საბავშვო ბაღები 3 სოფელში ფუნქციონირებს: კოთელია, ხანდო და კარტიკამი.