საქართველოში კორონავირუსის 2 796 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 088 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 17 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 41 684 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 23 712 , „პისიარ“ ტესტით – 17 972.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 6,71 %, ბოლო 14 დღის – 6,73 %, ბოლო შვიდი დღის – 7 %.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 413 626 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 379 685 გამოჯანმრთელდა, 5 768 კი, გარდაიცვალა.
სულ აცრილია –450 026 ადამიანი, დღიურად აცრილია 17 133. კარანტინის რეჟიმშია 58, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 427 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 811 პირი.
გუშინ, 28 ივლისს საქართველოში კორონავირუსის 3 141 შემთხვევა გამოვლინდა, 1 509 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 20 კი გარდაიცვალა.