ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა, საქართველოს პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა სამველ პეტროსიანმა ფრაქცია „ქართული ოცნება – აგრარული“ დატოვა. ამბობს, რომ არ აპირებს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას და პოლიტიკიდანაც მიდის. სამველ პეტროსიანს პოლიტიკიდან წასვკაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
სამველ პეტროსიანმა, ახალქალაქის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება – აგრარულის” დაარსებიდან ექვსი თვის თავზე, განაცხადა, რომ ფრაქციიდან და ზოგადად პოლიტიკიდან მიდის. 2021 წლის თებერვლამდე სამველ პეტროსიანი ფრაქცია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ წევრი იყო.
“დიახ, მართალია, მე დავტოვე ის ფრაქცია, რომელშიც ვიყავი, ზოგადად ვცდილობ თანდათან გავიდე პოლიტიკიდან. არ მსურს კომენტარის გაკეთება მიზეზზე. ამჟამად დამოუკიდებელი დეპუტატი ვარ და პოლიტიკიდან ვცდილობ წასვლას”, – განაცხადა სამველ პეტროსიანმა Jnews- თან სატელეფონო საუბრისას.
2021 -დან 2016 წლამდე სამველ პეტროსიანი იყო საქართველოს პარლამენტის წევრი პარტია «ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან», 2017 წელს შევიდა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პარტია “საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან” და 2021 წლის თებერვლამდე იყო საკრებულოს ამავე სახელწოდების ფრაქციაში. სამველ პეტროსიანმა და სიმონ მანანიანმა (“საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” დეპუტატმა), პარტია “ქართული ოცნების” დეპუტატთან ზაურ პაქსაძესთან ერთად, რომელიც სოფელ პტენაში აირჩიეს, შექმნეს ახალი ფრაქცია “ქართული ოცნება – აგრარული”.
სამველ პეტროსიანი ახალ ფრაქციაში “ქართული ოცნება – აგრარული”