12 ივლისს, დაახლოებით 10:30 საათზე ახალქალაქის ცენტრში, თავისუფლება-ჩარენცის გზაჯვარედინზე მერსედესის მარკის ავტომობილი და სამგზავრო ფორდი ერთმანეთს შეეჯახა. მსხვერპლი არ არის, თუმცა აღნიშნულ მონაკვეთზე ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები.
თავისუფლების ქუჩაზე, ახალქალაქის მერიის წინ, 16-ადგილიანი ფორდი ავტოსადგურიდან გამოსვლისას მერსედესის მარკის ავტომანქანას შეეჯახა. შემთხვევისას არავინ დაშავებულა, მაგრამ ორივე ავტომობილი დაზიანდა. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია დაგვიანებით მივიდა. მოძრაობა შეფერხდა. მოქალაქეები საპატრულო პოლიციის მიერ ოქმის შედგენასა და დამნაშავეების გამოვლენას ელოდნენ. სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზე დაახლოებით 20-30 წუთის შემდეგ მივიდნენ.
ვინ არის დამნაშავე და რა მუხლის საფუძველზე ტარდება გამოძიება – Jnews-ი ამ კითხვებზე პასუხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან ელოდება.
უბედური შემთხვევები კონკრეტულ გზაჯვარედინზე ძალიან ხშირია.