მარტინ გაბრიელიანი ახალქალაქის აუზის დირექტორად 1 აპრილს დაინიშნა.
მერი იურიკ უნანიანი აღნიშნავს, რომ აუზზე მცირე სარემონტო სამუშაოების ჩატარებაა საჭირო, რის შემდეგაც მას გახსნიან.
”აუზის დირექტორმა ხანოიანმა განცხადება წარადგინა და სამსახური დატოვა. ახალი დირექტორი კი მარტინ გაბირელიანი გახდა. რაც შეეხება აუზების გახსნას, ზამთარში შენობა არ თბებოდა, რადგან ეს დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. მცირე სამუშაოებია ჩასატარებელი – სისტემა გაიყინა, როდესაც დათბება, ამ მიმართულებით დაიწყება მუშაობა”,- თქვა ახალქალაქის მერმა.
აუზის ყოფილი დირექტორი აშოტ ხანოიანი არ განმარტავს მისი სამსახურის დატოვებას, მაგრამ აღნიშნავს, რომ ყველაფერი მალე გაირკვევა.
გაბრიელიანს დიდი იმედი აქვს, რომ აუზის მცირე პრობლემები, რომლებიც კორონავირუსის დროს წარმოიშვა, მალე მოგვარდება და აუზი მალე განაახლებს მუშაობას.
”ზოგიერთი პრობლემა კორონავირუსის გამო წარმოიშვა. მე ვიცი, რომ ყოფილი თანამშრომელი კარგად მუშაობდა და ახლა ჩვენ ვართ ამ საქმეებით დაკავებული, აუზი მალე გაიხსნება, ”- ამბობს ახალქალაქის აუზის ახლად დანიშნული დირექტორი მარტინ გაბრიელიანი.
მარტინ გაბრიელიანი დაიბადა 1967 წელს, დაოჯახებულია და ჰყავს ორი შვილი. დაამთავრა სომხეთის ეროვნული პოლიტექნიკური უნივერსიტეტი. ის მუშაობდა სოფელ დილისკის ადმინისტრაციაში საქმის მწარმოებლად, შემდეგ სოფლის უფლებამოსილ პირად, იყო ახალქალაქის მერის მოადგილე, ახალქალაქის საკრებულოს დეპუტატი და ფრაქციის ხელმძღვანელი. 2020 წელს ის კვლავ მუშაობდა სოფლის უფლებამოსილ პირად.